Articles

Print

პატივცემულო კოლეგებო,

· საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტი

· საქართველოს ბიოტექნოლოგიის ცენტრი

· საქართველოს პრენატალური მედიცინის  და პერინატოლოგიის   ასოციაცია

· ნაყოფის მედიცინის საქართველოს ფონდი

· სხვა ასოციაციებსა და დაწესებულებებთან ერთად

2014 წლის 22 თებერვლიდან 2 მარტამდე ატარებენ მედიკოსთა ტრადიციულ XXXV  საიუბილეო  საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას ”ბაკურიანი 2014”,  რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე:

                      მედ. მეცნ. დოქტორი ალექსანდრე პაპიტაშვილი

გენერალიური დირექტორი

                      მედ. მეცნ. დოქტორი  გიორგი თვალთვაძე

სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდება ლექცია-სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტებისთვის, დარგობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები. ასევე დაგეგმილია ტრადიციული საერთაშორისო ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმების ორგანიზება, მათ შორის:

 XIV  ქართულ–უკრაინული  ფორუმი

 XIV  ქართულ–სომხური  ფორუმი

სურვილის შემთხვევაში, სკოლა–კონფერენციაზე შესაძლებელია ცალკეული სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება სპეციალურად შეკვეთილ თემებზე. წარმოდგენილი მოხსენებები, ძირითადად, დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.

ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა და სამედიცინო ლიტერატურას.

მოხსენებათა სათაურები  საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2014 წლის 01 თებერვლისა. მოხსენებათა სათაურები,  ელექტრონული ფორმის საშუალებით შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით, მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

მოხსენებათა სარეგისტრაციო ფორმა -   იხილეთ  აქ !

სკოლა-კონფერენციაში  მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა  შეავსოს სარეგისტაციო განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა ჩაბარდეს სამდივნოში ან გამოგზავნილ იქნას ელექტრონულ ფორმატში

ანაცხადის ფორმაიხილეთ  აქ !      განაცხადის ფორმა სტუდენტებისთვის  – იხილეთ  აქ !     

სკოლა-კონფერენციის სესიების ჩატარება გათვალისწინებულია ბაკურიანის სასტუმრო “პრემიერ პალასში”  (www.premierpalace.ge).  გარდა ამისა,  მონაწილეთა განთავსება (სპეციალური ფასდაკლებით) განხორციელდება ბაკურიანის შემდეგ სასტუმროებში:

 თბილისი             www.info-tbilisi.com/travel/bakurianihotels/tbilisi

-  ედელვაისი          www.welcome.ge/edelweiss

სრული პაკეტის ღირებულება, სასტუმროებში განთავსების  და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაქირავებული ტრანსპორტით მგზავრობის  პირობები – იხილეთ  აქ !     

 

ბანკი – „საქართველოს ბანკი“– BAGAGE22, სალარე ანგარიშის N GE26BG0000000344342000 

მიმღები – რ/კ “საქართველოს პრენატალური მედიცინის, პერინატოლოგიის ასოციაცია”, 

ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი – 202215673

 

მონაწილეთა საყურადღებოთ:  სკოლა–კონფერენციის მონაწილეებმა და/ან თანმხლებმა პირებმა, 2014 წლის 10 იანვრამდე,  უნდა გადაიხადონ  სასტუმროს ჯავშნის ღირებულება - 100 ლარი (ყოველ მონაწილეზე). ჯავშნისთვის გადახდილი თანხა ჩაითვლება სრული პაკეტის ღირებულებაში. 

საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნო (თბილისი, რუსთაველის გამზ. 48,  MTVi Agency) საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელი, თეა ჯოხაძე (მობ.: 593 205 731,  ტელ.: 299 02 25),  2013 წლის 10  დეკემბრიდან, 2014  წლის 10 თებერვლამდე – ყოველ სამშაბათსა და პარასკევს: 16 სთ-დან 19 სთ-მდე. 

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საორგანიზაციო კომიტეტის წევრს, მიხეილ ხოშტარიას. მობ.: 555 404 731 ან  ტელ.: 299 56 65 ყოველდღე (კვირის გარდა), საღამოს 16:00–დან 23:00 საათამდე. 

მსურველებისთვის ორგანიზებული იქნება მგზავრობა სპეციალური კომფორტაბელური ავტობუსით თბილისიდან ბაკურიანში და უკან. ღირებულება – ერთი მგზავრი, ერთი მიმართულებით – 25 ლარი (უნაღდო ნგარიშსწორებით). 

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობის თანხა (სრული პაკეტი) და ტრანსპორტის ღირებულება (თუ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შეთავაზებული ავტობუსით გადაწყვეტთ მგზავრობას) სამდივნოსთან შეთანხმებით  გადახდილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2014  წლის 10  თებერვლისა. 

რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილის მიზეზით საგზურის 10 თებერვლამდე გაუქმების შემთხვევაში მას სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა, ხოლო 10 თებერვლიდან დაუკავდება სასტუმროს ჯავშნის ღირებულება – 100 ლარი 

სკოლა-კონფერენციის დროს,  დაგეგმილია  გასართობ-კულტურული ღონისძიებების ჩატარება.   

სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული. 

სკოლა-კონფერენციასთან თანამშრომლობის მსურველი კომპანიებსა და ფირმებისთვის  დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ფირმებისთვის განკუთვნილ წერილში –  იხილეთ  აქ !

 

                                                          საორგანიზაციო კომიტეტი

Share
FaLang translation system by Faboba