Gratis Joomla Templates by Hostmonster Coupon

საქართველო


საქართვლოს ჰიმნი და დროშა

ადგილმდებარეობა - სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის სანაპირო.

დამოუკიდებლობის თარიღი - 1918 წლის 26 მაისი; 1991 წლის 9 აპრილი 

სახელმწიფო ენა - ქართული

დამწერლობა - ქართული ალფავიტი (მსოფლიოში არსებული 14 ალფავიტიდან ერთ-ერთი ) შეიქმნა ფარნავზ მეფის დროს, ჩვენს წელთაღიცხვამდე IV-III საუკუნეში.

რელიგია - მართლმადიდებელი 326 წლიდან. (ავტოკეფალია მიიღო ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში).

დედაქალაქი - თბილისი (1 მილიონ 353 ათასი მაცხოვრებლით).

მსხვილი ქალაქები - ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი, სოხუმი, ცხინვალი.

მმართველობის ფორმა - საპრეზიდენტო რესპუბლიკა (2013 წლის ოქტომბრიდან საპარლამენტო რესპუბლიკა)

პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი

პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია

პარლამნტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე

ტერიტორია - 69700 კმ2 118-ე მსოფლიოში

მოსახლეობა - 4 497 600 ადამიანი

ფულის ერთეული - ლარი (GEL) 1 ლარი = 100 თეთრი. მიმოქცევაში არსებული კუპიურები  2, 5,10, 20, 50, 100 და 200 ლარი

ინტერნეტ-დომენი - ge

ISO კოდი - GEO

სატელეფონ კოდი - +995

სასაათე ზონა - +4

ფართობი: 69 700 კმ2 .  საქართველოს სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი და სომხეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, ხოლო ჩრდილოეთიდან რუსეთი.

მოსახლეობა: 4 497 600 ადამიანი.

დედაქალაქი: თბილისი. ფართობი: 350 კმ2 . მოსახლეობა 1 172 700 ადამიანი.

საქართველო - ეს არის განწყობა,  სულის იმპულსი. ეს არის ამაყი, სტუმართმოყვარე, შეუპოვარი ერი. ეს არის  ძველთაძველი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, წარმოუდგენელი სილამაზის მთებისა და ტბების ქვეყანა. თუ თქვენ გიზიდავთ ისტორია და არქეოლოგია, გიტაცებთ ხელოვნება, გიყვართ ბუნება, ეძებთ თავგადასავლებს მიწაზე, წყალზე და წყალში და თუ თქვენ თუ თქვენ გურმანი ხართ - დაივიწყეთ ყველაფერი და გამოემგზავრეთ საქართველოში.

საქართველო - ეს არის დედამიწის ერთ პატარა ნაწილში მდებარე არცთუ ისე დიდი ქვეყანა (თუმცა ყველაფერი შედარებითია), სადაც ნახავთ - სუბტროპიკებსაც, ზღვასაც და მთებსაც, ტყეებსაც, თოვლსაც და თბილ ზღვასაც (დათოვლილი ფერდობებიდან მანქანით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ) და უდაბნოსაც კი. თუ თქვენ გაინტერესებთ მთები, გირჩევთ მოინახულოთ სვანეთის, ხევსურეთის და ყაზბეგის რაიონები. თუ თქვენ გურმანი ხართ და გიყვართ ტრადიციები, აფასებთ დახვეწილ ქართულ ღვინოს - მაშინ რთული ამოცანის წინაშე ხართ, მოგიწევთ მთელი საქართველოს მონახულება და მის თითოეულ მხარეში: აჭარაში, გურიაში, იმრეთში, სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში, კახეთში, ფშავში, ხევსურეთში, მთიანეთში მოგართმევენ განსხვავებული გემოვნური თვისებების მქონე, შესანიშნავ კერძებს და ღვინოს. თუ თქვენ ყველაზე უფრო ზღვა, პალმები და ეგზოტიკა გიტაცებთ, ეწვიეთ აჭარას, გურიას, სამეგრელოს - საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტული ზონა 308 კილომეტრზეა გადაჭიმული.

საქართველო - საოცარი ქვეყანაა, მდიდარია ისტორიული, კულტურული და ბუნების ძეგლებით. აქ ერთდროულად შეგიძლიათ ნახოთ წელიწადის ოთხივე დრო: ზამთარი - კავკასიონის დათოვლილ მთებზე, გაზაფხული - მინდვრებზე, ახლად ამობიბინებული ბალახებით და ყვავილებით, ზაფხული - შავი ზღვის სანაპიროზე, მისი თბილი, მოალერსე ტალღებით და დამსვენებელთა გარუჯული სხეულებით, ოქროსფერი შემოდგომა - თავისი წარმოუდგენლად მდიდარი, პასტელური ფერებით, მშვიდი, თბილი  დღეებით.

საქართველო

სახელმწიფოებრიობის 2 ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში (მეცნიერულად დასაბუთებულია,რომ სახელმწიფოებრიობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–4 მე-3 საუკუნეებში იწყება), თუმცა ორ ნაწილად გაყოფილი – კოლხიდა (დასავლეთ საქართველო) და იბერია (აღმოსავლეთ საქართველო) უხსოვარი დროიდან არესებობდა. 3 ათასზე მეტი წლის წინ, კოლხიდას  არგონავტები ესტუმრნენ და კოლხიდის მეფის ასული მედეა მოიტაცეს. მედეა ცნობილი მკურნალი იყო, გადმოცემის მიხედვით სიყტვა „მედიცინა“, სწორედ მედეას სახელიდან წარმოსდგება. მედეაზე წერდნენ: სოფოკლე  - „კოლხიდიანა“-ში, „სკვითები“-ში“; ევრიპიდე - „მედეა“-ში; სენეკა - „მედეა“ში. „მედეას“ ტრაგედიები დაწერა ასევე ანტიფრონმა, ევრიპიდ უმცროსმა, პომპეიმ, ლუკანმა და სხვებმა.

ასეული წლების მანძილზე საქართველო არაერთხელ გამხდარა სპარსების, არაბების, მონღოლების, თურქების და სხვა ძლიერი სახელმწიფოების აგრესიის ობიექტი. ხშირად კარგავდა დამოუკიდბელობას, თუმცა თავისი ენა, რელიგია და ტრადიციები  არსოდეს დაუკარგავს. ყოველივე ეს და დამოუკიდებლობისადმი მისი სწარფვა იყო მიზეზი, რომ ყოველთვის დგებოდა ფერფლიდან და აღადგენდა თავის დამოუკიდბელობას.  საქართველო მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი რელიგიურობით და ეთნიკური ტოლერანტობით. საქართველოში ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობენ: ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, აფხაზები, ოსები, რუსები, ებრაელები, ქურთები, ასევე ერთმანეთის გვერდით არსებობს ქრისტიანული ეკელსიები (მართლმადიდებლური, კათოლიკური, გრიგორიანული), მეჩეთი და სინაგოგა.

რელიგია

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება  ქრისტეშობიდან პირველივე საუკუნეში იწყება. მოციქულები: ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი  საქართველოში ჩამოვიდნენ და იწყეს ქადაგება. სიმონ კანანელი საქართველოშივე აღესრულა და დაკრძალულია აქვე, ანაკოფიაში. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, წმინდა ნინოს საქარველოში ჩამობრძანებას და ქადაგებას უკავშირდება, იგი კაბადოკიიდან ჩამოვიდა და გაჩერდა საქართველოს მაშინდელ დედაქალაქში - მცხეთაში. მეფე მირიანი,  განსაკუთრებით კი დედოფალი ნანა კეთილგანწყობილნი იყვნენ მლოცველის მიმართ, ხოლო იმ სასაწაულის შემდეგ, რაც წმინდა ნინომ მოახდინა, როდესაც უიმედოდ დაავადებული დედოფალი განკურნა, საბოლოოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და  326 წელს ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმინდა ნინო საქართველშა აღესრულა დაკრძალულია ბოდბეში. მეხუთე საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, საერთაშორისო კრებაზე, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია.

ცალე აღნიშვნის ღირსია საქართველოს უძველესი კულტურა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებული და შემონახული ღირშესანიშნაობები. მერწმუნეთ, ამ მთაგორიანი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, სამუდამოდ დაიპყრობს თქვენს გულს.

მეცნიერება -  მეცნიერება საქართველოში უხსოვარი დროიდან ვითარდებოდა:

კოლხეთის აკადემია, რომელსაც ასევე ფაზისის აკადემიასაც უწოდებდნენ - უმაღლესი ფილოსოფიურ-რიტორიკული სკოლა იყო, როელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III—IV საუკუნეებში არსებობდა საქართველოს დასავლეთით, ქალაქ ფაზისში (ახლანდელ ფოთში).

კოლხეთის (ფაზისის) აკადემია მოიხსენიება IV საუკუნის წყაროებში. თუმცა ირიბი წყაროები მის არსებობას მე-3 საუკუნის ბოლოდან ვარაუდობენ. ცნობილი რომაელი ფილოსოფოსი და ორატორი ფემისტი ერთ-ერთ თავის გამოსვლაში გვატყობინებს, რომ თვითონ და მამამისი, ფილოსოფიური განათლება სწორედ ფაზისთან ახლოს მიიღეს „ადგილი, რომელიც მუზების ტაძარი იყო“. რადგან ამავე აკადემიაში, ფემისტიას სიტყვებით, მიიღო განათლება მამამისმაც, მაშინ ცხადია, რომ აკადემია არსებობდა უკვე მე-3 საუკუნის დასასრულს და მე-4 საუკუნის დასაწყისში. აქ სწავლობდნენ ქართველები და ბერძნები, სწავლება მიმდინარეობდა ორ ენაზე - ქართულად და ბერძნულად. აქ ისწავლებოდა რიტორიკა, ფილოსოფია, ფიზიკა, მათემატიკა, ლოგიკა და სხვა მეცნიერებები. კოლხეთის აკადემიაში განათელბა მიიღო ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა იოანე ლაზმა, რომელმაც ქართველ სწავლულთან ზაქარია ქართველთან ერთად, კონსტანტინოპოლში გააცილა თავისი მოსწავლე, შემდგომში სახელგანთქმული ფილოსოფოსი პეტრე იბერი.  ავსტრიელი ფილოსოფოსის რუდოლფ შტაინერის (Rudolf Joseph Lorenz Steiner 1861— 1925) მტკიცებით, ფაზისის აკადემია არსებობდა VII – VIII საუკუნეებში.

გელათის აკადემია - გელათის აკადემია, მენიერულ-კულტურული ცენტრი იყო ფეოდალურ საქართველოში. გელათის აკადემია და გელათის მონასტერი დაარსდა მე-12 საუკუნის დასაწყისში - 1106 წელს,  დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) ქალაქ ქუთაისთან ახლოს. აქ მოღვაწეობდნენ საქართველოს წამყვანი მოზაროვნეები  იოანე პეტრიწი (მე-11-მე-12 სს), იოანე შავთელი (მე-12 ს), არსენი (მე-13 ს). გელათის აკადემიის დაარსებისა და აყვავების პერიოდში დამახასიათბელი იყო ინტერესი ანტიკური ფილოსოფიის მიმართ. აკადემიაში მოღვაწენი ეწეოდნენ მთარგმენლობით საქმიანობას, მის კომენტირებას და ქმნიდნენ ორიგინალურ ნაწარმოებებს. ისწავლებოდა გეომეტრია, არითმეტიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გრამატიკა, რიტორიკა და მუსიკა.

იყალთოს აკადემია, მე-11-მე-12 საუკუნეებში დაარსდა  და მისი პირველი რექტორი არსენ იყალთოელი გახლდათ, რომელიც ქუთაისის გელათის აკადემიიდან გადმოვიდა. ლეგენდის თანახმად, სწორედ ძველ იყლათოს აკადემიაში სწავლობდა დიდი ქართველი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე შოთა რუსთაველი (მე-12 ს.). აკადემიის შენობა აგებულია მეფე დავით აღმაშენებლის მიერ.

 კულტურა - ქართული სიმღერები და ცეკვები ცნობილია მთელს მსოფლიოში. პოლიფონიური მუსიკა ერის მაღალი კულტურის მაჩვენებელია.  მრავალხმიანი ხალხური სიმღერები, რომლებიც სათავეს ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იღებენ და საეკლესიო სიმღერები, ცნობილ და უცნობ ავტორთა საგალობლებს დღემდე დიდი წარმატება აქვთ ეკლესიებში, კონცერტებზე და სუფრაზე. ხალხში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, დავით აღმაშენებლის მემკვიდრის, დემეტრეს მიერ, მე-12 საუკუნეში შექმნილი და ჩვენამდ ემოღწეული საგალობელი „შენ ხარ ვენახი“.

ქართულ ცეკვებში გადმოცემულია ერის სული - რაინდული სული, მამაკაცების ტემპერამენტი, ვაჟკაცობა, ელეგანტურობა და ქალების სინაზე, სიამაყე, პლასტიკურობა. ქალის პატივისცემა გადმოცემულია უაღრესად ფაქიზი, რაინდული დამოკიდებულება მამაკაცისა ქალისადმი. ქართულ ცეკვებსა და სიმღერებში იგრძნობა ერის თავისუფლებისადმი სიყვარული.   

1991 წელს საქართველომ კიდევ ერთხელ და იმედია სამუდამოდ გამოაცხადა თავის დამოუკიდებლობა, გამოვიდა სსრკ-დან (საბჭოთა კავშირი) და დაიწყო დემოკრატიული სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების შენება.

საქართველომ   აირჩია დასავლური ორიენტაცია და მიუხედავად წარმოუდგენელი სიძნელეებისა, ზოგიერთ ქვეყნებთან შექმნილი გარკვეული პრობლემებისა - ამ გეზის გადახვევას ის არ აპირებს. ქვეყნის ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე,  2013 წლის ოქტომბრიდან საქართველო საპრეზიდენტოდან საპარლამენტო  მმართველობაზე  გადავიდა.

საქართველო გახლავთ:  გაეროს (1992 წ.), ევროპის საბჭოს (1999 წ.), EBRD, იუნესკოს, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის, „პარტნიორობა მშვიდობისათის“ (ნატოს ეგიდით) წევრი.  მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციის ევროპული ბანკი  და საერთაშორისო სავალუტო  ფონდი ახორციელებენ საქმიანობას საქართველოში.

მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით  80% ქართველია. მათი დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. აჭარლების ნაწილი - მუსულმანი სუნიტები არიან. საქართველოში მცხოვრები სხვა ერების  დიდ ნაწილს  ოსები, აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები და რუსები წარმოადგენენ. ქართველების საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა (დაახლოებით 1 მილიონი კაცი) მუდმივად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს,  ძირითადად რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.


კლიმატი

საქართველოს დასავლეთით  სუბტროპიკული ჰავაა, აღმოსავლეთით გარდამავალი სუბტროპიკულიდან ზომიერამდე. საქართველოს კლიმატი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მთებზე, მაგრამ რამდენადაც უღელტეხილების დიდი ნაწილი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენაა მიმართული, შავი ზღვის ჰაერის მასების გავლენა საგრძნობია თვით ყველაზე განცალკევებულ რაიონებშიც კი.  თუ საუბარია  საშუალო წლიურ ტემპერატურაზე, იგი მერყეობს: კოლხეთის დაბლობსა და აჭარაში   +3+9 გრადუსის ფარგლებში ცელსიუსით და  – 2 გრადუსამდე ივერიის ღრმულში, საქართველოს მთიან რაიონებში - სვანეთსა და ჯავახეთში, ზამთარში ტემპერატურა შეიძლება დაეცეს  16-20°С. სამაგიეროდ ზაფხულისაქართველოში  ყოველთვის ცხელი და ხანგრძლივია. ზაფხულის თვეებში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ +23°С-დან +26°С-მდეა.

საქართველოში სიამოვნებით დაისვენებენ, როგორც პლაჟზე ნებიერად კოტრიალის მოყვარულები, ასევე ისინი, ვინც აქტურ დასვენებას ამჯობინებენ. საქართველო ხომ შესანიშნავი სამთო-სათხილამურო კურორტია. კავკასიონის მთებმა და კლდეებმა დიდი ხანია მიიპყრო ტურისტებისა და ალპინისტების ყურადღება.  მთის სწრაფი მდინარეები მზად არიან მიიღონ რაფტინგის მოყვარულები და პროფესიონალები, ხოლო შავი ზღვის თბილი სიღრმეები - დაივინგის მოყვარულებს ეპატიჟებიან.

საქართველოს კურორტების სამკურნალო შესაძლებლობები ცალკე თემაა. საქართველო ხომ ზღვისა და მთის სუფთა ჰაერის კოქტეილია, ბევრია ბალნეოლოგიური  და ტალახის კურორტები, მინერალური წყლები, რომელთაც მიწის წიაღიდან  ჯანმრთელობა მოაქვთ. ყველაფერ ამასთან ერთად საქართველოში დასვენება ხელმისაწვდომ ფასებში შეგიძლიათ.  

ვალუტა: საქართველოს ოფიციალური ვალუტაა ლარი და ყველა ფინანსური ოპერაციები მხოლოდ ამ ვალუტაში ხორციელდება. ასე, რომ ტურისტები მზად უნდა იყვნენ ამისთვის და საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოახდინონ ვალუტის კონვერტაცია კომერციულ ბანკებში ან ვალუტის გადამცვლელ სპეციალურ ადგილებში.  

ღირსშესანიშნაობები: საქართველოში არის დაახლოებით 300, როგორც ზღვისპირა, ასევე მთიანი კლიმატის, ტალახის და ბალნეოლოგიური კურორტები. ქვეყანაში ათი ათასზე მეტი ხელოვნების, ისტორიის, არქიტექტურული, არქეოლოგიური, ბუნებრივი ძეგლია, რომელთაგან ზოგიერთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

სავიზო რეჟიმი: აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის და კიდევ რამოდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაა, საჭიროა მხოლოდ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი.

კურორტები: საქართველოს მეტ-ნაკლებად ცნობილი კურორტებია: ბორჯომი, საირმე, წყალტუბო, შოვი, ნუნისი, ახტალა, აბასთუმანი, ბახმარო,  რომლებიც ცნობილია თავისი სამკურნალო მინერალური წყლებით; ზღვისპირა კურორტებიდან - ბათუმი, კვარიათი, გონიო, ჩაქვი, ქობულეთი, ურეკი, შემოქმედი, ფოთი, ანაკლია; სამთო-სათხილამურო კურორტებიდან კი - გუდაური, ბაკურიანი, ბეშუმი. 

საქართველოს მთიანი ზონა ხასიათდება შესანიშნავი ლანდშაფტით, ჯანსაღი ჰაერით და მრავალრიცხოვანი წყაროებით. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია დაბალმთიანი (ზღვის დონიდან 500-1000 მეტრზე) და საშუალო მთიანი (ზღვის დონიდან 1000-2000 მეტრზე) ზონების კლიმატური პირობები, სადაც განლაგებულია მთიანი კლიმატის და ბალნეოლოგიური კლიმატის მქონე კურორტები. ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს ძირითადად ბალნეოლოგიური კურორტები (ნაბეღლავი, ზვარე, ნუნისი, ტყვარჩელი). ზღვის დონიდან 700-1000 მეტრზე განლაგებულია ბალნეოკლიმატური კურორტები  (ბორჯომი, საირმე, უწერა, სურამი), ხოლო 1000-1500 მეტრზე-მთიანი კლიმატის მქონე კურორტები (აბასთუმანი, წაღვერი, ცემი, ჯავა, კოჯორი, კიკეთი, მანგლისი). საკურორტო მიზნებისთვის ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ზონებიდან გამოიყენება დასავლეთ საქართველო (შოვი, ბახმარო). აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი კურორტია -  ბაკურიანი. მთან ზონაში მდებარე კურორტულ ზონებში წარმატებით მკურნალობენ ფილტვების ტუბერკულოზს, ბრონქიალურ ასთმას, სისხლნაკლულობას, გულ-სისხლ-ძარღვთა ზოგიერთ დაავადებებს, ნევროზს და სხვა.

საქართველო ცნობილია თავისი მინერალური წყაროებით. მისი ტერიტორია 22 მსხვილ მინერალური წყლის წყაროს ითვლის. საქართველოს ამარაგებს თავისი სამკურნალო მინერალური წყლებით მსოფლიოს 25 ქვეყანას. 

ქართული სამზარეულო - ერთ-ერთი ყველაზე უძველესია მსოფლიოში, ის პოპულარულია ბევრ ქვეყანაში. მაგრამ მხოლოდ ადგილობრივ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნამდვილი კულინარიული შედევრები, რომლებიც მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებით ხასიათდება. ქართული სამზარეულო სამართლიანად ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად. ორიგინალური და ზღაპრულად გემრიელია, მან შეითვისა ძველებური ტრადიციები და საიდუმლოებები სხვადასხვა კერძების მომზადებისას. საქართველოში თქვენ შეგეძლებათ არა მხოლოდ დააგემოვნოთ მდიდარი ქართული კერძები, არამედ ისარგებლოთ ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობით.  ტრადიციული ქართული სუფრა - ერის კულტურის  განუყოფელი ნაწილია და იგი თანხვედრაში უნდა იყოს  ქართული მასპინძლობასთან. ქართველების მიერ შექმნილი ქართული სამზარეულო არა მხოლოდ ზღაპრულად გემრიელი არამედ, ორიგინალური, თვითმყოფადი, დახვეწილი და დაუვიწყარია.

სწორედ საქართველოში დააგემოვებთ უგემრიელეს, მდიდარ ქართულ ნაციონალურ კერძებს:

ხაჭაპური, მჭადი (სიმინდის ფქვილისგან მომზადებული კვერები) უმაღლესი ხარისხის ყველით - სულგუნი

ფხალი (ბალახის სხვადასხვ სახეობები, რომლებიც ნიგვზით მზადდება)

საცივი და ბაჟე (ქათმის ან ინდაურის ხორცი ნიგვზიან სოუსში)

დედას პური (მოგრძო ფორმის პური, რომელსაც თონეში აცხობენ)

შქმერული (ქათამი ნივრიან სოუსში)

ლობიო (წითელი ლობიო ქოთანში მიმზადებული)

და რაღა თქმა უნდა მწვადი, ხინკალი,...

საქართველოში მწვადებზე შეგიძლია დაუსრულებლად ილაპარაკო. აქ მას ღორისგან, საქონლისგან, ცხვრისგან და ხბოსგან ამზადებენ.

ქართველების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია - ხინკალი. ტრადიციულად მას ხელით მიირთმევენ, ამიტომ ისე უნდა ვუკბიჩოთ, რომ საუცხოო ხორცის წვენის არცერთი წვეთი არ დავაქციოთ 

ქართული ღვინო

ღვინო - საქართველოს მთავარი ნაციონალური სიამაყეა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო ყურძნის და მევენახეობის სამშობლოდაა აღიარებული, მაშინ გასაგებია რომ ღვინო, ყურძნის ქვეყანაში, შეუძლებელია მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელად მიიჩნეოდეს. რამდენიმე ათეული ჯიშის ქართული ღვინიდან: თეთრი, წითელი, მშრალი და ნახევრადმშრალი, თითოეულს  გააჩნია თავისი განუმეორებელი არომატი, ინდივიდუალური გემოვნური ხარისხი და რაც არ უნდა უცნაური იყოს, სამკურნალო თვისებები. მაგალითად, წითელი ღვინო ძალიან ეფექტურია დასხივებისას (ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ რეკომენდებული იყო ნატურალური წითელი ღვინის საფერავის მიღება), გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების, მომატებული ქოლესტერინის დროს, ექიმები გვირჩევენ საუზმისას, სადილისას და ვახშმისას მივიღოთ ერთი ჭიქა მშრალი ქართული ღვინო. შესაძლოა, სწორედ იმ ტრადიციამ, რომ ტრაპეზის დროს ქართული ღვინო გამაჯანსაღებელ ჰაერთან ტანდემში მივირთვათ, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა  საკმაოდ მაღალია.  ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, მსოფლიოში ცნობილი, ქართული ღვინის გარეშე, თვით ყველაზე რჩეული კერძიც კი  დიდი ვერაფერი სიამოვნებაა, ქართული ღვინო ხომ მსოფლიო ღვინის წარმოებაში ერთ-ერთ ორიგინალურ პროდუქტად მიიჩნევა.

ღვინის წარმოებისთვის აქ თვითონ ბუნებას აქვს შექმნილი ყველა პირობა - მთიანი რელიეფი, მზის სხივების სიუხვე, მდიდარი, ნაყოფირი ველები! პოპულარული ღვინოებია: „ალაზნის ველი“, ქინძმარაული“, მუკუზანი“, „ფიროსმანი“, „საფერავი“, "ხვანჭკარა“ და მრავალი სხვა.  გადა ამისა, პრაქტიკულად ყველა ოჯახში ამზადებენ ტრადიციულ, ნატურალური ქართული ყურძნის ღვინოს, საკუთარი რეცეპტებით.

ასევე ცნობილია „ჭაჭა“ -    ქართული არაყი.

აუცილებად დააგემოვნეთ საოცრად გემრიელი ქართული სამზარეულო და მსოფლიოში ცნობილი ქართული ღვინო და თქვენ სამუდამოდ შეინახავთ ქართულ სტუმართმოყვარეობას თქვენს გულში!