Gratis Joomla Templates by Hostmonster Coupon

საქართველო


საქართველო  არის  უთბილესი, სტუმართმოყვარე ხალხის, უძველესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის, ამაყად აზიდული მთების, უსაზღვროდ ცისფერი ცის, კრისტალურად სუფთა ტბების, უმდიდრესი ფლორისა და ფაუნის, უძველესი ქალაქების, თვითმყოფადი ტრადიციების  ქვეყანა.

საქართველო არის დასვენების ულევი, მრავალფეროვანი შესაძლებლობების ქვეყანა. შეიძლება ითქვას, ყველასგან განსხვავებული სამყარო, სადაც მცირე სივრცეში შეგიძლია იხილო მთელი პლანეტა - მთები და ზღვა, ტყეები, მინდვრები, მდინარეები, ტბები, ჩანჩქერები, მღვიმეები და თვით უდაბნოც კი.  ეს სასწაული ქვეყანაა, სადაც, დილიდან  შეგიძლია ისიამოვნო თხილამურებით სრიალით, ხოლო შუადღის შემდეგ დატკბეთ შავი ზღვის ტალღების ალერსით.  საქართველოში დასასვენებლად, პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის არსებობს არაჩვეულებრივი გამაჯანსაღებელი კურორტები< თავისი უნიკალური მინერალური წყლებითა და ვულკანური სამკურნალო ტალახით.

საქართველოში  წლის ნებისმიერ დროს შეიძლება დაისვენო და იმკურნალო. ზამთარში ესტუმროთ სამთო-სათხილამურო კურორტებს ბაკურიანსა და გუდაურში, სვანეთსა და მთინან აჭარაში, ზაფხულში მიაშუროთ შავი ზრვის კურორტებს, დაისვენოთ მრავალრიცხოვანი ტბების ნაპირებზე, შემოდგომაზე და გაზაფხულზე შეიძლება დაისვენოთ მრავალფეროვან ტყეებში ჩაფლულ კურორტებზე, დატკბეთ ულამაზესი პეიზაჟებით, გაისუფთავოთ ფილტვები, გაიმაგროთ იმუნური სისტემა.  

საქართველო იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.  ეს არის იდუმალი ქვეყანა, რომელიც ხიბლავს მათ თავისი უძველესი ისტორიის, არქიოლოგიის, კულტურისა და ბუნების ძეგლებით, თბილი, გულღია ხალხით, მრავალფეროვანი, უგემრიელესი სამზარეულოთი, უნუკალური ღვინოებით, განსაცვიფრებელი ბუნებით და მრავალი სხვით.

საქართველო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. სწორედ საქართველოში შეიძლება შეხვდე გაწონასწორებულ, მოღიმარ, ზრდილობიან პოლიციელებს, რომელთა კეთილგანწყობა ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისადმი აღმაფრთოვანებელია. ეს ერთადერთი ქვეყანაა არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მსოფლიაოში, სადაც თამამად შეგიძლიათ ისეირნოთ დღისა და ღამის ნებისმიერ  დროს.

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში.

 

zgva zgapari
mtiani

 

 

საქართველო

istoria
tba gvino mkurnali