Gratis Joomla Templates by Hostmonster Coupon

საქართველოს შავიზღვისპირეთი


საქართველოს შავიზღვისპირეთის სანაპირო - შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მრავალფეროვანი ბუნება, თბილი ზღვა, განუმეორებელი კავკასიური სამზარეულო და ლოიალური ფასები. საქართველოს ნებისმიერ კურორტზე სასიამოვნოდ გაატარებთ დროს, თითოეულს თავისი საკუთარი განსაკუთრებული აურა აქვს. შეარჩიეთ სასურველი ადგილი დასასვენებლად, მაგრამ თავდაპირველად, გირჩევთ ჩამოყალიბდეთ, თუ როგორ ისურვებდით დასვენებას, ამისთვის კი ჩვენ დაწვრილებით მოგიყვებით თითოეულ ქალაქზე.

სამხრეთ ბათუმი, თავისი მდებარეობით ახლოსაა თურქეთის საზღვართან, აქ განლაგებულია საქართველოს შავიზღვისპირეთს სამი ელიტური სანაპირო: სარფი, კვარიათი და გონიო. გონიო და სარფი მთის ფერდობებზეა შეფენილი. თქვენ აქ მხოლოდ ზღვა არ დაგაინტერესებთ. სარფის შემოგარენში, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვარზეა, ზღვის პეიზაჟს მკვეთრად ენაცვლება მთის პეიზაჟი. პლჟიდან 5-30 მეტრში თქვენს თვალწინ აღიმართება მთის ფერდობები და ჰაერიც სარფში ზღვისა და მთისაა. ზღვა ამ რაიონში განსაკუთრებით სუფთა და ისეთი გამჭვირვალეა თითოეული კენჭი მოსჩანს ფსკერზე. აქ პრაქტიკულად არ შემოდის სატრანსპორტო და სატვირთო გემები.

სარფის გვერდით მდებარეობს კურორტი კვარიათი, რომელიც ყოველ წელს შენდება და ტურისტების და დამსვენებლების უფრო და უფრო გაზრდილ რაოდენობას იღებს. იგი ბათუმიდან სულ რაღაც 10-15 წუთის სავალზე, მათ ერთმანეთთნ კეთილმოწყობილი გზა აკავშირებს.

ცხელ დღეებში, სასიამოვნოდ იხეტიალებთ გონიოს ძველებური ციხესიმაგრის (რომელსაც ასევე გიონიოს ციხე ეწოდება) შემოგარენში. ევკალიპტის ხეივანი ასაჩუქრებს დამსვენებლებს სამკურნალო არომატებით, რაც ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოა.

ზღვისპირა ქალაქებიდან ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ყავდა და ყავს ბათუმს - აჭარის დედაქალაქს. ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით ხვდება ტურისტებს. თქვენი ბიუჯეტი შეგიძლიათ ნებიმიერ თანხაზე გათვალოთ დაწყებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროთი და დამთავრებული ეკონომ-ვარიანტით კერძო სახლში. ბათუმი პატარა, მყუდრო ქალაქია, რომლის ქუჩებშიც შეგიძლიათ საათობით იხეტიალოთ, ათვალიეროთ ორიგინალური ფანტანები და საუცხოო ქანდაკებები. ქუჩის თითოეული კუთხიდან თქვენს თვალწინ იშლება ზღვის პეიზაჟი. ბათუმში ყოველთვისაა შესაძლებელი საინტერესოდ გაატარო დრო - მოინახულოთ გემები პორტში, ისეირნოთ კატერით აკვატორიაზე, დაათვალიეროთ ცნობილი დელფინარიუმი, გაისეირნოთ ზოოპარკში, დააგემოვნოთ ნამდვილი აჭარული ხაჭაპური, ცხოვრება ქალაქში გვიან ღამემდე ჩქეფს.

რამდენიმესიტყვითმინდაგაგაცნოთადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოს თითოეულმა იმათგანმა, ვინც საქართველოსკენ გამოემართება. ეს ადგილია მწვანე კონცხი. ამ ადგილის სიმწვანე იმაშია, რომ სწორედ აქ მდებარეობს დიდი და საოცრად ლამაზი ბოტანიკური ბაღი. ის შეიქმნა მე-20 საუკუნის დასაწყისში, რუსი ბოტანიკოსის კრასნოვის მიერ. მისი დათვალიერება დამსვენებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

შემდეგი ჩვენ გაჩერება კურორტი ჩაქვია. ეს ყველაზე მყუდრო ადგილი მთელ შავიზღვისპირეთში. ვებერთელა დახურული ტერიტორია, მშვენიერი ბაღით, სპორტული მოედნებით, ღია აუზით და კეთილმოწყობილი პლაჟით, სადაც განლაგებულია უმაღლესი კლასის სასტუმროს სამი კორპუსი - „ოაზისი“. აქ ყველა პირობაა შექმნილი საქმიანი შეხვედრებისთვის და სამეცნიერო ღონისძიებებისთვის.

საქართველოს კიდევ ერთი ზღვისპირა ქალაქია ქობულეთი. ეს კურორტი გამოირჩევა ფართოდ გადაჭიმული, მოხერხებული პლაჟით და დემოკრატიული ფასებით. გასართობად შეგიძლიათ მიაკითხოთ შესანიშნავ პარკს „ციცინათელას“. ის სულ ახალი შექმინილია, მაგრამ უკვე მიიზიდა ტურისტთა დიდი რაოდენობა. დღეს, ქობულეთი, შეიძლება ითქვას მეორედ იბადება, შენდება ახალი სასტუმროები, უმჯობესდება ქალაქის ინფრასტრუქტურა. თუკი განვითარების ტენდენცია შენარჩუნდება, მაშინ რამდენიმე წლის შემდეგ ქობულეთი, კავკასიის ერთ -ერთ თვალსაჩინო კურორტად გადაიქცევა.

თუ თქვენ სამოგაზუროდ წასვლა ბავშვებთან ერთად გადაწყვიტეთ, მაშინ თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ყველაზე უფრო „საბავშვო“ კურორტზე - ურეკი. ურეკის ქვიშიანი პლაჟებს ერთმანეთისგან არაღრმა სანაპირო ზოლი ყოფს. გარდა ამისა, ურეკის ქვიშა ცნობილია თვისი სამკურნალო თვისებებით. უხვი, მწვანე საფარი შესანიშნავ პირობებს ქმნის სასეირნოდ და სახეტიალოდ.

შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს საქართველოს მთავარი ეკონომიკური ცენტრი, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზღვის პორტი - ფოთი. მიუხედავად სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტიურისა, ფოთი საკმაოდ მომხიბვლელი ქალაქია, იგი მდგებარეობს ულამაზეს მთის ლანდშაფტში, მას დიდი პოტენციალი გააჩნია, თუ გავითვალისწინებთ მის კლიმატურ პირობებს, ფართო სანაპირო ზოლს და ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობს.

ფოთის ჩრდილოეთით მდებარეობს საქართველოს სრულიად ახალი კურორტი ანაკლია. ქალაქი და კლიმატური კურორტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. 2002 წლის მონაცემებით ქალაქში 2522 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი გაშენებულიამდინარე ენგურთან ახლოს, ზღვის დონიდან 30 მეტრზე.

ქალაქში შემონახულია 1703 წლის ციხის ნანგრევები. ანაკლიის საკურორტო ზონა დაპროექტებულია ესპანელი არქიტექტორების მიერ და საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, „2-3 წლის შემდეგ ანაკლია გახდება საუკეთესო კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე. გარდა სასტუმრო კომპლექსისა აქ ასევე იქნება იახტკლუბიც“.

მოგზაურობა საქართველოში თქვენ ბევრ დადებით ემოციებს და სასიამოვნო წუთებს მოგიტანთ. დაისვენებთ რა შავი ზღვის სანაპიროზე,  თქვენი გრძნობთ ამ სტუმართმოყვარე ქვეყნის მთელ კოლორიტს.